სიახლეები
6 თებერვალს, ქალაქ თელავში საქართველოს უნივერსიტეტმა რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისი უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ კონსტანტინე თოფურიამ ადგილობრივი სკოლის დირექტორებთან და აბიტურიენთებთან ერთად გახსნა.
შეგახსენებთ რომ, აღნიშნულ ოფისებში რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება ექნებათისარგებლონ ისეთი უფასო სერვისებით, როგორიცაა: იმიტირებული გამოცდები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები,ღია კარის დღეები, მასტერკლასები და ა.შ.